პროექტის სახელწოდება: არა ძალადობას

                                                           

პროექტის სახელწოდება: არა  ძალადობას

პროექტის აქტუალობა: სკოლაში ხშირია შემთხვევები როდესაც ბავშვები  ერთმანეთს  სიტყვიერ   შეურაცხყოფას აყენებენ, დამცინავ  სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს.ხშირია დაშინების ფაქტებიც. ამ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით გადავწყვიტე  პროექტის  გაკეთება, ვინაიდან მნიშვნელოვანია მოსწავლეები  მეტ-ნაკლებად ფლობდ ინფორმაციას ბულინგის შესახებ. მათ არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან, რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად

პროექტში მონაწილენი: VII-VIII კლასის მოსწავლეები

პროექტის ხანგრძლივობა: 2კვირა

პროექტის მიზნებიინფორმირებული  საზოგადოების   ჩამოყალიბება. მოსწავლეთა  ინფომაციის  დამუშავება.  გამოკითხვისას   შედეგების  გათვალისწინებით   დასკვნების   გამოტანა. პრევენციული  ზომების და  რეკომენდაციების   შემუშავება  და ფართო   საზოგადოებისათვის  აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება, როგორც   თანატოლებთან,   ისე   ფართო საზოგადოებისათვის. მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა

ზოგადი   განათლების   მიზანი:
) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება
დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება.

პროექტის ამოცანები:

          სამუშაო გეგმის შემუშავება
          დავალებების გადანაწილება
          ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
          ფილმის ჩვენება,დისკუსია
          შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 
          ბუკლეტების შექმნა
          პროექტის პრეზენტაცია
           


ადამიანური რესურსი: მოსწავლეები,მასწავლებელი,დამრიგებელი.
მატერიალური რესურსიპროეტორი, ნოუთბუქი, ქაღალდი/ფოტოები.  .

ამოცანების განსახორციელებლად  საჭირო საქმინობები:

1.აქტივობა. ფილმის   ჩვენება https://www.youtube.com/   ,, ბულინგი სკოლაში“. დისკუსიას. ამით  დავაინტერესებ  მოსწავლეებს, თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ პროექტზე მუშაობას
შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ დავალებებს, დავალებებს გადანაწილება მოხდება შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
  2.აქტივობა. ოთხი ჯგუფის შექმნა, რომლებიც  მოიპოვებენ  ინფორმაციას ბულინგის   შესახებ.
სკოლაში ან ქუჩაში რა  სახის ძალადობა ფიქსირდება?
ძირითადად  რა  სახის სიტყვიერ   შეურაწყოფას  და დაშინების რა ფორმებს მიმართავენ   მოზარდები?
მსხვერპლის ან მოძალადის როლში რა ტიპის ბავშვებიგვხვდებიან
რა ასაკის   ბავშვებში  მძვინვარებს   ფიზიკური   ბულინგი.
თქვენ   როგორ   გესახებათ  ამ  პრობლემის  მოგვარება საზოგადოებაში,   რა   პრევენციულ  ზომების   გატარება  იქნება   მიზანშეწოლილი.
3 აქტივობა. გამოკითხვა სკოლის მაშტაბით რა  სახის ძალადობის   ფორმები   ფიქსირდება ?
4.აქტივობა. ქუჩის   გამოკითხვა.
ჩვენი   აზრით ეს   პრობლემა   ძალიან   აქტუალურია, გვაინტერესებს, ამ  პრობლემებს  რამდენად  მასობრივი   ხასიათი   აქვს.
5.აქტივობა. შეგროვებული  ინფორმაციის დახარისხება,   განხილვა, დასკვნების  გამოტანა. პრევენციული  ზომებისა და  რეკომენდაციების შემუშავება  და  აღნიშნული   ინფორმაციის  გაზიარება, როგორც თანატოლებთან ისე ფართო   საზოგადოებისათვის.
6.აქტივობა. პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, მშობლების, მასწავლებლების, თემის წინაშე.

პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები: ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში; ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას, ასევე უამინდობა, უამინდობის შემთხვევები ჩანაცვლდება სადისკუსიო აქტივობებით.
შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს  ), მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე, (ალტერნატივა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი)
პროექტის შედეგები: ამაღლდება  ინფომაციულობის  დონე,   მოსწავლეებს  შეეძლებათ   თავი   დაიცვან    ძალადობისგან   და  თავადაც  არ   იქცნენ  მოძალადეებად,   დაეხმარონ   თავიანთი   თანატოლებს   საკუთარი   უფლებების   დაცვაში

პროექტის ხელმძღვანელი: ლია გრიგოლია

პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: https://liasocialuriproeqtebi.blogspot.com/

 სამუშაო  გეგმა:

საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები თვეების მიხედვით
1.აქტივობა. ფილმის   ჩვენება,დისკუსია. https://www.youtube.com/  ,, ბულინგი სკოლაში“ 
მოსწავლე
მასწავლებელი
მშობლები
 01.10.2019

2აქტივობა. ოთხი   ჯგუფის   შექმნა  ,რომლებიც   მოიპოვებენ   ინფორმაციას   ბულინგის   შესახებ.
მოსწავლე
მასწავლებელი
03.10. 2019
3აქტივობა. გამოკითხვა   სკოლის მაშტაბით  
მასწავლებელი
მოსწავლე

07.10.2019

4.აქტივობა. ქუჩის   გამოკითხვა.

მოსწავლე
09.10.
2019
5.აქტივობა.შეგროვებული  ინფორმაციის დახარისხება
მასწავლებელი
მოსწავლე
11.10.
2019
პრეზენტაცია
მოსწავლე
მასწავლებელი

11.10.
2019



შეფასება
პროექტის   შუალედური  და  საბოლოო   შეფასება.
მონიტორინგი/შუალედური
მონიტორინგი
ვის მიერ
როდის
რა  კრიტერიუმებით
პირველი   შუალედური
მონიტორინგი
მასწავლებელი
მოსწავლეები

პროექტის
მიმდინარეობის  
პროცესში
მოსწავლეებზე
დაკვირვების
ცხრილი
მეორე  შუალედური
მონიტორინგი
მასწავლებელი

პროექტის 
მიმდინარეობის   მონიტორინგის
სქემა
საბოლოო   შეფასება
მოსწავლეები

პრეზენტაცია
ანგარიში

პროექტის მიმდინაროების   მონიტორინგი
                                                    
პროექტის  მონიტორინგისათვის
საჭირო  საქმიანობები.
მონიტორინგის
ინდიკატორები
თარიღი
1.ვამოწმებთ  მოსწავლეების  მიერ მოძიებული ინფორმაციის
სანდოობას.
ვამოწმებთ  მოძიებული  ინფორმაციის,  გამოყენებული   ლიტერატურის,ინტერნეტსაიტების
და სხვადასხვა  წყაროების
სანდოობას.
01.10.2019
2.ვამოწმებთ პროექტის 
მიმდინარეობის შესაბამისობას   თემასთან.
მათ  მიერ მოძიებულ   ინფორმაციას ,ვაკავშირებთ თემას
და ვუკეთებთ ანალიზს.
03.10.2019
3.შედგა   თუ არა ჯგუფის   წევრებს   შორის თანამშრომლობა.
ვაკეთებთ ანონიმურ   გამოკითხვას
ჯგუფის წევრებს   შორის.
07.10.2019
4.ართმევენ  თუ  არადაკისრებულ მოვალეობას  თავს
ვაკვირდებით  მოსწავლეებს,
რამდენად ართმევენ   თავს   დაკისრებულ   მოვალეობებს.
09.10.2019
5.იცავენ  თუ  არა  დროის   ლიმიტს.
ვამოწმებთ   პროექტის  გეგმაში გაწერილ   დროის   ლიმიტს.

11.10.2019



პროექტის   განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე  დაკვირვების   ცხრილი.

დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა   თუ   არა   თანამშრომლობა.



იყვნენ   თუ  არა მოსწავლეები  მოტივირებულები და რამ  განაპირობა
მათი   მოტივაცია.

ჰქონდა  თუ  არა  მათ  შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და  საქმიანი   ხასიათი.

იყვნენ   თუ  არა   ჯგუფში  პასიური  მოსწავლეები   და რა  იყო   პასიურობის    მიზეზი.   იმოქმედა   თუ  არა  პროექტის   განხორციელების   პროცესმა   მათ   მოსწრებაზე.

 
                                                       

No comments:

Post a Comment