პროექტის სახელწოდება: „ეკოლოგიური პრობლემები“

                             
პროექტისსახელწოდება:  „ეკოლოგიური პრობლემები“

პროექტის აქტუალობა: ჩატარებულმა კვლევამ და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლამ გვიჩვენა, რომ საუკუნის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად კვლავ რჩება ეკოლოგიური პრობლემები,რასაც ხშირად შემთხვევაში იწვევს დაბინძურებული გარემო .დაბალია  პასუხისმგებლობის განცდა და მოქალაქეობრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,როგორც მოსწავლეებში ასევე თემში. მნიშვნელოვანია ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ლიტერატურის კვლევის შედეგებისა და  სტატისტიკის გაცნობა ,ინფორმაციის მიწოდება ,თემში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. ცოდნის, პასუხისმგებლობის გრძნობის, ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
პროექტში მონაწილენი : საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები,მშობლები .თემი,სკოლა.
პროექტის ხანგრძლივობა: 2კვირა
  პროექტის მიზნები: ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში.იზრუნებენ გარემოზე ,დაიცავენ მას დამინძურებისგან და საფრთხეებისგან.
         მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
          გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი: 
დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება; იყოს კანონმორჩილი.
 განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თნამშრომლობა, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

პროექტის ამოცანები:
           სამუშაო გეგმის შემუშავება
           დავალებების გადანაწილება
           ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
           ფილმის ჩვენება,დისკუსია
           შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 
           ბუკლეტების შექმნა
           პროექტის პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგები: ამაღლდება ცოდნა საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ,პასუხისმგებლობების გრძნობა . იზრუნებენ გარემოზე მოუწოდებენ სხვებსაც დაიცვან ის.მოსაწვლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები,
         კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
          შემოქმედებითი უნარები
          კომუნიკაციის უნარი
          ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით


ადამიანური რესურსი:  მოსწავლეები,მასწავლებელი ,მშობელი,თემის წარმომადგენელი
მატერიალური რესურსი:  პროეტორი ,  ნოუთბუქი,   თაბახის ფურცელი ,ფლომასტერი,ფერადი ფურცლები,ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან, ხელთათმანი,პოლიეთილენის პარკები,
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
აქტივობა 1
         ოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ, რომ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები. თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზე პროექტზე მუშაობა შევიმუშავეთ სამუაო გეგმა შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან  აქტიური მოსწავლეები. დავალებებს გადანაწილება  შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.


შევთავაზე აქტივობა ექსკურსია გარემოში ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერები.
1. როგორი გარემოა?
2. როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
3. სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?

ქტივობა  2

დისკუსია
წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დაბნაგვიანებას ადამიანისათვის?
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისათვის?
როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
- პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
- როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?


დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახში გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და გააკათეს ნახატი სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ, რომელზეც ნათლად ჩანდა ის გარემო პირობები თუ როგორ იქმნება სუფთა და დანაგვიანებული გარემო.


ჯგუფის ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღო ნამუშევრის პრეზენტაციაში დროის ლიმიტის დაცვით.

აქტივობა 3

შეხვდნენ ბაღის ბავშვებს დაურიგეს მათთვის სპეციალურად გამზადებულ კანფეტები და შეფუთული სხვა ტკბილეულ. სთხოვეს შეეჭამათ, დააკვირდნენ სად დაყრიდნენ კანფეტის და სხვა ნარჩენებს. გამართეს მცირე დისკუსია ბავშვებთან - როგორ ბინძურდება ჩვენი გარემო? ბაღის ბავშვებმა უნდა გაეაზრებინათ რომ დანაგვიანება ხდება ნარჩენებით. საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ იმუშავეს დამოუკიდებლად სამუშაო რვეულებში სადაც დანაგვიანების ამსახველი ფოტოებია მოცემული.

აქტივობა  4

მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, თან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.

აქტივობა 5
შეაჯამე მოსწავლეების მიღებულ ცოდნა და გამოცდილება.კიდევ ერთხელ განვუმარტე მოსწავლეებს, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს გარემოს სხვადასხვა კომპონენტის დანაგვიანებას: ზოგ შემთხვევაში წყალი ბინძურდება, ზოგ შემთხვევავში ნიადაგი, სხვა შემთხვევაში ჰაერი. შეავსეს ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ბოლო ნაწილი.
მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა იმუშავა ბუკლეტების დავიცვათ გარემოს მოზადებაზე, ხოლო მეორე ჯგუფმა კი გადაღებული სურათებით პროგრამა Pover Point-ში მოამზადა პრეზენტაცია.

აქტივობა 6
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენეს საბოლოო პრუდუქტი ბუკლეტისა და სლაიდ შოუს სახით (გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა). 
ხელის შემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები: ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში; ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას, ასევე უამინდობა, უამინდობის შემთხვევები ჩანაცვლდება სადისკუსიო აქტივობებით.
შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს 
პროექტის შედეგები: ამაღლდება ცოდნა საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ,პასუხისმგებლობების გრძნობა . იზრუნებენ გარემოზე, მოუწოდებენ სხვებსაც  მათ შორის ბაღის აღსაზრდელებსაც დაიცვან გარემო დაბინძურებისგან.

პროექტის ხელმძღვანელი: ლია გრიგოლია

პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:https://liasocialuriproeqtebi.blogspot.com/


სამუშაო  გეგმა
საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები თვეების მიხედვით
ცოდნის გააქტიურება   მინი-ლექცია
მოსწავლე
მასწავლებელი
15.10.2019
ექსკურსია გარემოში
მოსწავლე
მასწავლებელი
17.10.2019
დისკუსია

მასწავლებელი
მოსწავლე

17.10.2019
მცირე დისკუსია ბავშვებთან - როგორ ბინძურდება ჩვენი გარემო?
მოსწავლე
მასწავლებელი
22.10.2019
სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიის დაასუფთავება
მასწავლებელი
23.10.2019
ცოდნის შეჯამება
მოსწავლე
მასწავლებელი

25.10.2019
პრეზენტაცია
მოსწავლე
მასწავლებელი

25.10.2019
      
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
შეფასება
მონიტორინგი  შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი მოსწავლეებიმასწავლებელი

პროექტოს მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შვალედური მონიტორინგი
მასწავლებელი

პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის სქემა
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები

პრეზენტაცია ანგარიში
                                                           
პროექტის მონიტორინგი
პროექტოს მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის გამოყენებული ლიტერატურის ,ინტერნეტ აიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
15.10.2019
2.ვამოწმებთ პროქტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
17.10.2019
3.შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას კგუფის წევრების შორის
22.10.2019
4.ართმევს თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს,რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
23.10.2019
5.იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
25.10.2019


                                                   

No comments:

Post a Comment