პროექტის სახელწოდება : ,,სწორი, ჯანსაღი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი“
პროექტის აქტუალობა: ჩემი დაკვირვებით,გასაუბრებით, გამოკითხვებით შევატყვე, რომ ბავშვები ვერ ერკვევიან, რას ნიშნავს
სწორი კვება, თავის დროზე ძილი, ცხოვრების
ჯანსაღი წესი. შევატყვე, რომ დასვენებებზე სკოლაში ისინი ძირითადად
სახლიდან მოტანილი არაჯანსაღი პროდუქტით (ჩიფსებით, ტოსტებით,
გაზიანი სასმელებით..)
იკვებებიან, ზოგჯერ ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს, ხშირად უწევთ
გარეთ გასვლა, მუცლის არეში აქვთ უსიამოვნო შეგრძნებები, ამიტომ გადავწყვიტე
მოსწავლეებს გავსაუბრებოდი და გამომეკვეთა არაჯანსაღი საკვების მავნებლობა და
მშობლების დახმარებით დაედგინათ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ საკვებს მათ
ცხოვრებაში.
პროექტში მონაწილენი: დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მშობლები.
პროექტის ხანგრძლივობა: 2კვირა
პროექტის მიზნები: მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო
ცხოვრებაში;
პატარებისთვის ინფორმაციის გადაცემა
ჯანმრთელობის საკითხებზე, ცხოვრების
ჯანსაღ წესზე.
მოსწავლეებს
განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
პროექტის ამოცანები:
·
სამუშაო გეგმის შემუშავება
·
დავალებების გადანაწილება
·
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
·
ფილმის ჩვენება,დისკუსია შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის
მზადებაკედლის გაზეთის შექმნაპროექტის პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგები:
შედგება
მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
მოსწავლეები სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ,
და დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი არ არის საშიში და რომ ისინი
მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, დამრიგებელი,
სკოლის ბუფეტი მომსახურე პერსონალი (გამყიდველი, დამლაგებელი).
მატერიალური რესურსი: - პროექტორი, ნოუთბუქი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
ჩავატარებ
მოსამზადებელ სამუშაოებს და განვახორციელებ
შემდეგ აქტივობებს:
პირველი
აქტივობა: გავესაუბრები მოსწავლეებს, მოვაწყობ დისკუსიებს, დავუსვამ
კითხვას, ,,რითი ვიკვებებით?“, არის თუ არა სასარგებლო მიღებული საკვები
ჯანმრთელობისთვის?.“
თემის უკეთ გასაცნობად
შევთავაზებ პროექტზე მუშაობას,
შევიმუშავებთ
პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ დავალებები.
დავალებების გადანაწილება მოხდება
შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
ვთხოვ მოსწავლეებს რომ დაიხმარონ მშობლები და მოიძიონ ინფორმაცია
საკვებზე. კლასს დავყოფ ორ ჯგუფად:
I ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას თუ რა შემცველობა შედის ძეხვში, მაიონეზში, საზიანოა თუ არა
ჯანმრთელობისთვის.
II ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას გაზიან სასმელებზე, მის შემცველობაზე.
მეორე
აქტივობა: შევხვდები ექიმს,დაველაპარაკები მოსწავლეებთან შეხვედრის თაობაზე, მოვილაპარაკებთ, რა
საკითხზე იქნება უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება, დავთქვამთ შეხვედრის დროს,
შევთანხმდებით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა ბავშვებს უფრო
გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.
მესამე აქტივობა:ექიმის მოწვევა
მისწავლეებთან და მშობლებთან.
მინი ლექციას ჯანსაღ კვებაზე.
დღის
რეჟიმი;
პირადი
ჰიგიენა;
ძილი;
ჯანსაღი
ცხოვრების წესი;
ვიტამინები;
მიკრობები
და ბაქტერიები;
სწორად
კვების ოქროს წესი.
მეხუთე აქტივობა: მოვახდენ პროექტის შეჯამებას,
ბავშვებთან ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას, დავაკვირდები, რამდენად კარგად გაიგეს ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.
შემდეგ ეტაზე
მოხდება მოძიებული ინფორმაციის დამუშავება
შეიქმნება პროექტის ამსახველი კედლი
გაზეთი, გამოიკვრება სკოლაში თვალსაჩინო ადგილას.
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია,
სადაც მოწვეული იქნება სხვა სკოლის წარმომადგენლები, მშობლები და ადმინისტრაცია
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები
შესასრულებელი დავალებების
ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს
ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს ),
მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი
გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე, (ალტერნატივა სკოლის მასწავლებელი)
პროექტის შედეგები: გამოიკვეთება თუ
რამდენად არიან მშობლები ჩართულ
სასკოლო ცხოვრებაში.
ბავშვები მიიღებენ მრავალი სასარგებლო ინფორმაციას თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე ჯანსაღი ცხოვრების
წესზე.
პროექტის ხელმძღვანელი: ლია გრიგოლია
სამუშაო გეგმა
საპროექტო
საქმიანობები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
ვადები თვეების
მიხედვით
|
• სამუშაო გეგმის
შემუშავება • დავალებების გადანაწილება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
04.11.2019
|
ინფორმაციის
მოძიება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
06.11.2019
|
დისკუსია ფილმის ჩვენება
|
მასწავლებელი
მოსწავლე
|
11.11.2019
|
შეძენილი ინფორმაციების დახარისხება
და პრეზენტაციისათვის მზადება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
13.11.2019
|
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
13.11.2019
|
პროექტის პრეზენტაცია
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
15.11.2019
|
შეფასება
პროექტის შუალედური და საბოლოო
შეფასება:
მონიტორინგი/
შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
პირველი შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
პროექტზე მიმდინარეობის
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
|
მეორე შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
|
|
საბოლოო შეფასება
|
მაწავლებელი
|
პრეზენტაცია
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის
საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის
ინდიკატორები
|
თარიღი
|
1. ვამოწმებთ მოსწავლეების
მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
|
ვამოწმებთ
მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა
წყაროების სანდოობას
|
04.11.2019
|
2. ვამოწმებთ პროექტის
მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
|
მათ მიერ მოძიებულ
ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
06.11.2019
|
3. შედგა თუ არა ჯგუფის
წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ ანონიმურ
გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
11.11.2019
|
4. ართმევენ თუ არა დაკისრებულ
მოვალეობებს თავს
|
ვაკვირდებით
მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
13.11.2019
|
5. იცავენ თუ არა დროის
ლიმიტს
|
ვამოწმებთ
პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
15.11.2019
|
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარი
|
შედგა თუ არა
თანმშრომლობა
|
|
იყვნენ თუ
არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
|
ჰქონდა თუ
არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
|
იყვნენ თუ
არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა
პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
No comments:
Post a Comment